სიახლეები

12 მარტი, 2021

წარმატების ფორმულა ოჯახის, სამსახურისა და საზოგადოებრივი აქტივობის დაბალანსებაა – ირმა გელანტია-ახვლედიანი


ირმა გელანტია-ახვლედიანი  წარმატებული ქალბატონია აფხაზეთიდან.  იგი წლებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  პოზიციას იკავებს, ახლახან კი,  ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი გახდა. ირმას მიიჩნია,  რომ წარმატების  ფორმულა ოჯახის, სამსახურისა და საზოგადოებრივი აქტივობის დაბალანსებაა.

ოთხი შვილის დედა  აღნიშნავს,  რომ ოჯახი და კარიერული წინსვლა ერთიმეორეს ხელს არ უშლის.  როგორც ირმა გელანტია-ახვლედიანი  ICA-ს პროექტში  ,,Women of  Abkhazia“ ამბობს,  ქალებს სურთ  თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ და მათ ერთი სურვილი აერთიანებთ, მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

❞ყველა ქალს აერთიანებს ერთი სურვილი – მსოფლიოში იყოს მშვიდობა❝,- ირმა გელანტია- ახვლედიანი, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

22 წლიანი გამოცდილების მქონე შიდა აუდიტორი და ტრენერი ირმა გელანტია-ახვლედიანი   შიდა აუდიტის ინსტიტუციური ჩამოყალიბებისა და გაძლიერების არაერთ   პროექტშია ჩართული  და  არაერთი საპილოტე საერთაშორისო პროექტის  კოორდინატორია. 

https://youtu.be/byIIfT4opF0

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

30 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ ვმთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა

ვრცლად

Item 1

29 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში - 2025

ვრცლად

Item 1

28 იანვარი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებ...

ვრცლად