აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 მარტი, 2026
დევნილ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს პირადად გააცნონ.
გიორგი ჯინჭარაძე თითოეული დევნილი მოქალაქის პრობლემებს ისმენს, რაც საკითხების ინდივიდუალურ განხილვასა და მათზე მაქსიმალურად მოკლე დროში რეაგირებას უზრუნველყოფს.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზეთის ა.რ მთავრობის პრიორიტეტს, რომ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს დევნილ მოსახლეობასთან მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობას ყოველთვიურად ხვდება.
მსგავსი სიახლეები
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თბილისის 71 სკოლის მოსწავლეებს შეხ...
12 ივნისი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრს მოუ...