აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 მარტი, 2026
„აფხაზეთი პატრიარქისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი“ - გიორგი ჯინჭარაძე
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
წელს ეს საზეიმო თარიღი ჩემთვის, ისევე როგორც თითოეული თქვენგანისთვის, საყოველთაო მწუხარებით არის მოცული, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ქვეყანა გამოეთხოვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
სწორედ მისი განსაკუთრებული ძალისხმევითა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგად, წლების წინ, მივიღეთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარება, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის სულიერი განმტკიცებისა და ერის გაერთიანების საქმეში.
დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა. პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი.
მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება ყველაზე ღირებული - მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ“ - წერს გიორგი ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები