სიახლეები

24 მარტი, 2021

მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლი ძალიან დიდია, ის სამშვიდობო შეთანხმებები, სადაც ქალები მონაწილეობდნენ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდა- ელიკო ბენდელიანი


ელიკო ბენდელიანი მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარია. იგი წარმატებული ქალბატონია აფხაზეთიდან და უკვე წლებია ჩართულია ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში.

❞მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლი ძალიან დიდია, ის სამშვიდობო შეთანხმებები, სადაც ქალები მონაწილეობდნენ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდა❝,- ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი

გალელი გოგონას ბავშვობის ოცნება  იყო სამეცნიერო სფეროში ემუშავა, თუმცა ერთმა ახალგაზრდულმა ქართულ-აფხაზურმა შეხვედრამ განაპირობა მისი არჩევანი. მას შემდეგ, სამშვიდობო მიმართულებით  არაერთი ფორმატისა და პროექტის  მონაწილეა.

ელიკო ბენდელიანი საინტერესო წიგნის ,,ქალები ომის დროს და ომის შემდგომ’’ თანავტორია. ამჟამად ელიკო ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას  წარმოადგენს  და კოლეგებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებაში ,,მშვიდობის კულტურის’’ დამკვიდრების მიმართულებით კვლევებზე აქტიურად მუშაობს.  

https://youtu.be/_GRrRhfmRN8

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

25 მარტი, 2026

დევნილ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

25 მარტი, 2026

„აფხაზეთი პატრიარქისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი“ - გი...

ვრცლად

Item 1

23 მარტი, 2026

როგორ გამოიყენოთ აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალი?!

ვრცლად