სიახლეები

31 მარტი, 2021

წარმატება არის პირდაპირ კავშირში საკუთარი თავის პოვნასთან… სიყვარულით გაკეთებული საქმეა წარმატება – ნინო კვირკველია


ნინო კვირკველია წარმატებული ქალია სოხუმიდან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდანვე მისი სურვილი იყო ემუშავა ისეთ სფეროში, სადაც ადამიანებს დაეხმარებოდა. ადამიანებს, რომლებმაც თავის თავზე იწვნიეს იძულებით გადაადგილების სიმძიმე. ნინოს მიაჩნია, რომ  მისი ამჟამინდელი სამსახური-გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობაში  ამის შესაძლებლობას იძლევა.

ნინო კვირკველია ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიგრაციის კვლევების მიმართულებით საუკეთესო დისერტაციის ავტორი გახდა და  ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე  ეთნიკური და მიგრაციული კვლევების ჟურნალის სპეციალური პრიზიც  მოიპოვა.

მუშაობდა  ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში,  ჯერ  საქართველოს  დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების სამინისტროში, მოგვიანებით სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, წლების განმავლობაში იყო  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მკვლევარი საქალაქო სასამართლოში.

https://youtu.be/i9v_Pv0WB6c

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 დეკემბერი, 2025

დოკუმენტური სერიალის "ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები" ჩვენება გაიმართა

ვრცლად

Item 1

05 დეკემბერი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად

Item 1

04 დეკემბერი, 2025

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად