სიახლეები

28 მაისი, 2021

წებელდის კანკელის ფრაგმენტები


მეცხრამეტე საუკუნეში აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სოფელ წებელდასთან აღმოაჩინეს წებელდის კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც მეცნიერებმა VII-VIII საუკუნეებით დაათარიღეს. წებელდის საკურთხევლის კანკელის ორი ფრაგმენტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის და არქიტექტურის მნიშვნელოვან აღმოჩენად იქცა.

ფილებზე გამოსახული ბიბლიური პასაჟების მრავალფეროვნება და ამ რაოდენობით ერთ ფრესკაზე სხვადასხვა მოვლენის გამოსახვა არ იყო გავრცელებული ქრისტიანულ კულტურაში, ამ მხრივაც ფრაგმენტები უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ. 

ბიბლიური პასაჟები ახალი და ძველი აღთქმიდან ერთმანეთისაგან ორნამენტებით გამოიყოფა, რელიეფური ფიგურები გარკვეულწილად ქმნიან ერთიანობას, თუმცა თუ დამოუკიდებლად ცალკეულ ნაწილებს შევხედავთ, შთაბეჭდილება გვექმნება თითქოს ყოველი მათგანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არის შექმნილი და ცალკე მდგომ ნიმუშს წარმოადგენს.  ფრესკებს შორის არსებული ორნამენტების დიზაინიც განსხვავდება ერთმანეთისგან ზომითა და ფორმებით, რაც წებელდის კანკელის ფრაგმენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.  მართალია ფრაგმენტები გამორჩეული ხასიათისაა, თუმცა ისინი არ კარგავენ იმ სტილისტიკას როგორიც საქართველოს სხვა კუთხეებშიც იყო გავრცელებული.

კანკელის ორი ძირითადი ფრაგმენტი ამჟამად თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ინახება, ხოლო გარკვეული ნაწილები ქალაქ სოხუმის მუზეუმშია დაცული. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში აფხაზეთის ა/რ...

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად