სიახლეები

03 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ სალომე კაპანაძე დაინიშნა


➡️აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ სალომე კაპანაძე დაინიშნა.

➡️ახლადარჩეული მოადგილე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ბექა ღვაჩლიანმა სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

➡️სალომე კაპანაძეს განათლება მიღებული აქვს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის მიმართულებით, მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.

➡️მას საჯარო სექტორში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. 2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად