აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
03 მარტი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ
აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენელმა დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს, ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და წუთიერი დუმილით მათ სულებს პატივი მიაგეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ტერიტორიული მთლიანობისთვის დარუპული გმირების დედები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
27 თებერვალი, 2026
დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან შეხვ...