სიახლეები

02 მარტი, 2026

საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა


➡️2 მარტი ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

 

➡️ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

 

➡️გურამ გაბესკირია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

 

➡️მისი ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. იმავე წლის 27 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

27 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე პარლამენტის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა

ვრცლად

Item 1

27 თებერვალი, 2026

დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან შეხვ...

ვრცლად

Item 1

26 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში

ვრცლად