აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
27 თებერვალი, 2026
დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან დავით კაიკაციშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვისა და განხორციელების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
მსგავსი სიახლეები