სიახლეები

25 თებერვალი, 2026

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე" - გიორგი ჯინჭარაძე


➡️„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“ - განაცხადა აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

 

➡️მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

➡️საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

25 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე პალერმოში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ოფიციალურ ვიზიტს აჯამებს

ვრცლად

Item 1

24 თებერვალი, 2026

ნაპოლეონ ქარქაშაძე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა

ვრცლად

Item 1

24 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, იტალიაში „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში დას...

ვრცლად