აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
24 თებერვალი, 2026
ნაპოლეონ ქარქაშაძე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნაპოლეონ ქარქაშაძე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.
ჯემალ გამახარიამ მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ნაპოლეონ ქარქაშაძეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მისი რექტორობის დროს თავად მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდო ჯემალ გამახარიამ ნაპოლეონ ქარქაშაძის ქალიშვილს, ქეთევან ქარქაშაძეს გადასცა.
მსგავსი სიახლეები
24 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, იტალიაში „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში დას...
23 თებერვალი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმი...
23 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა