სიახლეები

23 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის მინისტრთან შეხვედრა გამართა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის მინისტრ ედი ტამაიოსთან შეხვედრა გამართა.

 

➡️შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთი ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმიანობის სამინისტროსთან ურთიერთთნამშრომლობის განვითარებას.

 

➡️ისაუბრეს მიმდინარე წლის ზაფხულში, პალერმოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაზე.

 

➡️შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული ლეონარდა ამელია და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

23 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

ვრცლად

Item 1

23 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ოფიციალური შეხვედრები ქალაქ მონრეალის ხ...

ვრცლად

Item 1

23 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრომის თავმჯდომარე პალერმოს მერს შეხვდა

ვრცლად