სიახლეები

24 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, იტალიაში „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში, ქალაქ პალერმოში „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.  

 

➡️დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, იტალიელ ხალხსა და იმ ოჯახებს, რომლებმაც წლების წინ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლეს.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ მათ სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა.

 

➡️"უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა იტალიაში. გავმართეთ არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა იტალიელ ოფიციალურ პირებთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი საუბრის მთავარი თემები ჰუმანიტარული მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებები იყო“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

 

➡️ღონისძიებაზე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ სპეციალურად მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა. ვიდეომასალა პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე მოგვითხრობდა და მასში მონაწილე თაობის სამადლობელი გზავნილები იყო გაერთიანებული.

 

➡️საღამოზე ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა "აფხაზეთი“, ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, იტალიელ მაყურებელსა და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროგრამა შესთავაზა.

 

➡️ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 თებერვალი, 2026

ნაპოლეონ ქარქაშაძე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა

ვრცლად

Item 1

23 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად, სიცილიის რეგიონის სამეწარმეო საქმი...

ვრცლად

Item 1

23 თებერვალი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

ვრცლად