აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
19 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა, ქალაქ პალერმოს მერთან რობერტო ლაგალასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
გიორგი ჯინჭარაძე ასევე იმ იტალიური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც 1994-2007 წლებში, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის მიზნით, აფხაზეთიდან დევნილ 800-მდე მოზარდს უმასპინძლეს. სიტყვით გამოვა Teatro Don Bosco-ში, სადაც აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ კონცერტი გაიმართება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წარმომადგენელი იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
18 თებერვალი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
17 თებერვალი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მო...