აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
18 თებერვალი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განიხილეს რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულების ტრანსფერზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნების მექანიზმებზე.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ესწრებოდნენ. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
მსგავსი სიახლეები
17 თებერვალი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მო...