აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
18 თებერვალი, 2026
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში 17 თებერვალს საგაზაფხულო სესია გაიხსნა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 2025 წლის საშემოდგომო პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ საბჭოს მთავარი მიზანი უცვლელია - ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მაქსიმალური ხელშეწყობა.
სესიაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, რომელმაც დეპუტატებს სესიის გახსნა მიულოცა და დევნილი მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრები: აფხაზეთის ა/რ აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.
მსგავსი სიახლეები
18 თებერვალი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების რეფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
17 თებერვალი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მო...