სიახლეები

02 ნოემბერი, 2025

ბათუმში, თამარის დასახლებაში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ


➡️ბათუმში, თამარის დასახლებაში თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტების მონაწილეობით აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.

➡️სამედიცინო აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

➡️გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად დაესწრო და ბენეფიციარებს გაესაუბრა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა

ვრცლად

Item 1

04 იანვარი, 2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია

ვრცლად