აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
31 ოქტომბერი, 2025
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მისაღებად განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა. განაცხადები მიმდინარე წლის 7 ნოემბრის 20 საათმდე მიიღება.
აფხაზეთის ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა:
1. სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
2. აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
3. პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
4. ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.
კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე.. მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - infoabkhazia@gmail.com
დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 2025 წლის 18 ნოემბერს.
ალექსანდრე საშა ბერულავა გახლდათ ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურისა და სამხედრო პრესცენტრის უფროსი. დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად.
მსგავსი სიახლეები