სიახლეები

28 ოქტომბერი, 2025

მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე სპორტსმენები მორიგი წარმატების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ


➡️ბექა ღვაჩლიანი თბილისის აეროპორტში მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს დახვდა.

➡️აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლო წარმატება უსურვა.

➡️საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიდან ტურნირზე ანასტასია ჩხარტიშვილმა 19 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, 14 წლამდე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანდრია ჩხარტიშვილი გახდა, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ელენე ქობალიამ მოიპოვა.

 

➡️ტურნირში 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს სახელით 13-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 6 აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრია.

➡️ახალგაზრდა სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად