სიახლეები

30 მარტი, 2023

აფხაზურმა ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა


სოხუმის სასტუმრო „ინტერ-სოხუმში“ ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ნებაყოფლობით გადადგომის წინადადებით მიმართეს.

„იმის გამო, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ ძალუძს რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია, გამოასწოროს თავისი შეცდომები, შეაჩეროს მიწის გაყიდვის პროცესი, პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც დაუშვა უხეში გათვლები და შეცდომები, რამაც გამოიწვია კეთილდღეობის გაუარესება, საზოგადოების კონგრესი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ვერ აგრძელებს ქვეყნის მართვას და სთავაზობს ნებაყოფლობით გადადგეს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რასაც ყრილობის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ლიდერი რაულ ხაჯიმბა. იგი ახალგაზრდა პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა.

„დღეს ოპოზიციის უმრავლესობა ახალგაზრდებითაა წარმოდგენილი. განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, უფრო პროგრესულად ფიქრობენ. ჩემი აზრით, მათ აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გაჩნდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორიცაა მოძრაობა ადგურ არძინბას ხელმძღვანელობით.

ვისაც უნდა დანახვა და მოსმენა, ხედავს, რომ ისინი (ახალგაზრდა პოლიტიკოსები) იბრძვიან ეროვნული ინტერესების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად