აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
28 ოქტომბერი, 2025
ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მხატვრის ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის “აფხაზეთისთვის” ჩვენება.
საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ნუგზარ მგალობლიშვილს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიენიჭა.
საღამო “აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირის მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის” ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები