სიახლეები

04 აპრილი, 2023

ენგურის საკონტროლო გამშვებ – პუნქტზე 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს


ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ – პუნქტზე აფხაზმა “მებაჟეებმა” სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით მიმავალი ავტომობილიდან “მცენარეთა კარანტინს დაქვემდებარებული” 68 ერთეული ტუიას, ნაძვისა და კალისტემონის ნერგი ამოიღეს, წერს “აფსნიპრესი”.

გამოცემის ცნობით, საუბარია “შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რაზეც მასალები საბაჟო კომიტეტის მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა”.

სოხუმმა ქართული მცენარეული პროდუქციის “იმპორტზე” დროებითი შეზღუდვა 2018 წელს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.
წყარო: https://www.radioatinati.ge/akhali-ambebi/article/81919-2023-04-03-12-48-38.html

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად