სიახლეები

04 აპრილი, 2023

6 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე პრემიერა „ვთამაშობთ კაბუკის“ გაიმართება


ტრადიციული იაპონური თეატრ „კაბუკის“ პიესა „აბრეშუმის ფარანი“ მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. საოცრად ლამაზი და პოეტური ენით დაწერილი პიესა მოგვითხრობს ახალგაზრდა სამურაისა და გოგონას სიყვარულის ამბავზე.

სოხუმის თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგებიან მსახიობები მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, რომლებიც  აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ბლოგერები არიან და  მედია პროდუქტს – „გოგონები აფხაზეთიდან“ ქმნიან.

„ვთამაშობთ კაბუკის“ სპექტაკლის ნახვა მაყურებელს   6, 7 და  8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეეძლებათ.

https://youtu.be/3XJymAiF3Zc

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად