სიახლეები

07 აპრილი, 2025

მწერალთა სახლში ნაირა მარშანიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა


➡️მწერალმა და პუბლიცისტმა ნაირა მარშანიამ საზოგადოებას 4 ახალი წიგნი წარუდგინა. გამოცემები სხვადასხვა ჟანრისაა. მათ შორის საბავშვოც, რომელიც 7 წლამდე ასაკის მკითხველზეა გათვლილი. აქვეა თარგმანი, მოგონებები.

➡️ნაირა მარშანია საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ პრეზიდენტია. იგი 14 გამოცემის ავტორია. თავისი შემოქმედებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა ქალბატონ ნაირას "მშვიდობისა და სიკეთის ელჩის" წოდება მიენიჭა. მწერალთა სახლში გაიმართულ პრეზენტაციაზე შემოქმედი ქალბატონის ფერწერული ნამუშევრებიც გამოიფინა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

02 ივლისი, 2026

პროექტი “ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა

ვრცლად

Item 1

02 ივლისი, 2026

ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვრცლად

Item 1

01 ივლისი, 2026

გონიოს ციხეში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ვრცლად