გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ.