სიახლეები

29 მარტი, 2025

ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით "აზდაკის ბაღს" სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღისთვის“ იურიდიული სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს.
➡️ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თეატრი უახლოეს პერიოდში აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

➡️„აზდაკის ბაღისთვის“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილს ეკუთვნის, რომელიც სიმბოლურად თეატრის 10 წლის იუბილეს დაემთხვა.

➡️ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

06 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად

Item 1

06 მარტი, 2026

მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას -...

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად