აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
06 მარტი, 2026
მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრს შორის
აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების/პროექტების განხორციელების მიმართულებებით.
შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრის გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.
მსგავსი სიახლეები