სიახლეები

16 მარტი, 2025

ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით 50 დევნილი მოზარდი საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრო


➡️აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი 50 მოზარდი რუსთავის სპორტის სასახლეში, პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრო.
➡️ტურნირი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მასში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და ქართული კრივის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად