
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
13 მარტი, 2025
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას პატივი მიაგო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, გადმოსვენების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 623 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 323. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მსგავსი სიახლეები
31 ივლისი, 2025
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე "აზდაკის ბაღის" საპრემიერო სპექტაკლი "მე...
29 ივლისი, 2025
თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა