სიახლეები

02 მარტი, 2025

საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 78 წელი შეუსრულდებოდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
➡️გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შემდეგაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.
➡️„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“ გურამ გაბესკირიას მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

06 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად

Item 1

06 მარტი, 2026

მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას -...

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად