აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
14 იანვარი, 2025
"ახლა მნიშვნელოვანია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების დაბინავება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ"-ლევან მგალობლიშვილი
გუშინ გვიან ღამე, ორთაჭალაში, აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია. დაშავებულები კი კლინიკაში არიან გადაყვანილები, მათგან ყველაზე პატარა 4 წლისაა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე,
აფეთქების შედეგად დაშავებული პირები ლევან მგალობლიშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ კლინიკაშიც მოინახულეს .
"ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დაზარალებული მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ"-აღნიშნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება შენობის მეოთხე სართულზე სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები.
მსგავსი სიახლეები