სიახლეები

07 იანვარი, 2025

საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა


 

➡️დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.
➡️მისი ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

 

➡️„უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. ძნელია ამ ვითარებაში გამონახო სიტყვები, რომლითაც შეიძლება ანუგეშო ოჯახი, რომელსაც ეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.დღეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვების ბებია მოვინახულე. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

 

➡️ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.






 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვდნენ

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

ვრცლად

Item 1

07 ნოემბერი, 2025

გურამ ოდიშარიას რომანის ბულგარულ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად