სიახლეები

30 დეკემბერი, 2024

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ნობათები გადასცეს


➡️ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა.
➡️აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.

➡️აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დროებით 1500-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი და საინფორმაციო ბუკლეტი გადაეცათ, სადაც აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაა მოცემული.
➡️ინიციატივის ფარგლებში, ნობათების გადაცემის პროცესში აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძეც პირადად ჩაერთო და აბაშაში, ხობსა და სენაკში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებებით გამოირჩევიან, თავად ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.





 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

06 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად

Item 1

06 მარტი, 2026

მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას -...

ვრცლად

Item 1

05 მარტი, 2026

დევნილი მეწარმე ქალები აფხაზეთისთვის

ვრცლად