სიახლეები

27 დეკემბერი, 2024

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა სოც.ქსელების ეფექტური მუშაობისთვის ტრენინგი ჩაატარა


 

➡️აფხაზეთის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრისთვის ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო არხი სოციალური მედიაა. ფაქტობრივად ეს ერთადერთი გზაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეფექტურად მივაწვდინოთ რეალური ინფორმაცია, გავუზიაროთ ის სიკეთეები და სერვისები, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობთ და გავუგზავნოთ სამშვიდობო გზავნილები.

 

➡️ცენტრისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პლატფორმები, რომლებზეც ინფორმაცია თავსდება მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული. სწორედ ამ მიზნით ცენტრში მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ამჯერად მეტას საერთაშორისო ტრენერებმა ცენტრის თანამშრომლებს ქსელების ტექნიკურ გამართვასა და კონტენტის ტიპებზე მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია.

➡️ცენტრის დირექტორის ეკა წივწივაძის თქმით თანამშრომელთა სწავლება და განვითარება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ მხარდაჭერას, დაფასებასა და შესაძლებლობებს ორგანიზაციაში.

იხილეთ ვრცლად:







 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის უნივერისტეტის რექტორს შეხვდა

ვრცლად

Item 1

12 იანვარი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება განახლდა

ვრცლად

Item 1

08 იანვარი, 2026

თბილისის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა

ვრცლად