სიახლეები

12 ივლისი, 2024

ოჩამჩირის პორტში რუსული საზღვაო გემი გაჩერდა


 მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ გემი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4-5 ივლისს ის უკვე ოჩამჩირის პორტში ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ გემი სამაშველო ნავად კლასიფიცირდება, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გასული წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

როგორც ექსპერტები, ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, აქ კრემლის ფარულ ზრახვები იკვეთება.

 
იხილეთ ვრცლად:

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

30 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ ვმთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა

ვრცლად

Item 1

29 იანვარი, 2026

აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში - 2025

ვრცლად

Item 1

28 იანვარი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებ...

ვრცლად