აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
30 იანვარი, 2026
აფხაზეთის ა/რ ვმთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდა, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უფრო მეტ სერვისს გახდის ხელმისაწვდომს.
სამინისტროების განახლებული პროგრამები აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
2026 წლის ქვეპროგრამები ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდა.
„ეს არის 100-მდე ქვეპროგრამა, რომელიც ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდება. ჩვენი მიზანი იყო რომ 2026 წელს, ყველა მიმართულებით გვქონოდა ხელშესახები შედეგები და რაც შეიძლება მეტ დევნილს ესარგებლა იმ სიკეთეებით, რაც პროგრამულ ნაწილში სიახლეების სახით გავითვალისწინეთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.მსგავსი სიახლეები
29 იანვარი, 2026
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში - 2025
28 იანვარი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებ...