სიახლეები

11 ივლისი, 2024

აფხაზეთიდან დევნილი ნანა მარღანია ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს’’ საუკეთესო ნომინანტთა ათეულშია


აფხაზეთიდან დევნილი ნანა მარღანია ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს’’ ერთ-ერთი ნომინანტია. გალელი პედაგოგი 2024 წლის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში მოხვდა. 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.

პროფესიიით იურისტი უკვე 15 წელია მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლაში “მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, სამოქალქო განათლების მენტორ -მასწავლებელად.’’

 არის განათლების ხარისხის განვითარების საგნობრივი ექსპერტი საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით.

ნანა მარღანიას მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებლის კომპეტენცია თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა შეესაბამებოდეს.

ხშირად მართავს მასწავლებლის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის  სემინარებსა და ვორკშოფებს, სადაც აზიარებს თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდებს.
 „მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კულტურული და სოციალური მრავალფეროვნება, მათი ემოციები, ხედვები, ინტერესები და შესაძლებლობები. უნდა იყოს ემპათიური, იცოდეს, როგორ მართოს თავისი და მოსწავლეების ემოციები, რათა შექმნას პოზიტიური და სტაბილური სასწავლო გარემო.’’-ვკითხულობთ Aris.ge- ის სტატიაში,რომელიც ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულზე ახლახან გამოქვეყნდა.

წარმატებული პედაგოგი ნანა მარღანია ბევრი სხვა საინტერესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის მონაწილეცაა. რამდენიმე წლის წინ,  გალელი პედაგოგი პროექტ ,,მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ’’ გამარჯვებული გახდა, რომელიც ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით, სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

08 აგვისტო, 2025

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვრცლად

Item 1

06 აგვისტო, 2025

გიორგი ჯინჭარაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ვრცლად

Item 1

04 აგვისტო, 2025

აფხაზეთის ა/რ მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შ...

ვრცლად