სიახლეები

10 ივნისი, 2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო დამკვირვებლების სახით სამხრეთ ოსეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებს ესწრებოდა


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ  საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო დამკვირვებლების სახით  სამხრეთ ოსეთის ე.წ საპარლამენტო  არჩევნებს ესწრებოდა, რომელიც კვირას, 9 ივნისს გაიმართა.  დე ფაქტო დეპუტატებმა მიიღეს მოწვევა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარის ალან ალბოროვის სახელით. 


 დე ფაქტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  „პარლამენტთაშორისი ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“ ახრა ფაჩულია, „ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“ ბადრიკ ფილია, „სახელმწიფო და სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის წევრი“ ერიკ რშტუნი და „პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში“ დენის კიუტი.


 ე.წ დამკვირვებლებმა რამდენიმე საარჩევნო უბანი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად მიმდინარეობს. 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში“ საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით ასევე მონაწილეობენ სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ასტამურ აშუბა და ომარი შატ-იპა. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

25 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ მესტიაში მცხოვრები დევნილი მრავალშვილიანი და შშმ პირების ოჯახები მოინახულა

ვრცლად

Item 1

24 აგვისტო, 2026

მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა

ვრცლად

Item 1

24 აგვისტო, 2026

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის" ფესტივალი გაიმართა

ვრცლად