სიახლეები

24 აგვისტო, 2026

მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა


➡️მესტიაში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამები წარადგინეს.

 

➡️კონცერტს წინ უძღოდა ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, სადაც დამთვალიერებლებმა აფხაზეთის ბუნების, ისტორიული ადგილებისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები იხილეს. საღამოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილები, ტურისტები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

 

➡️შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.  ღონისძიების მიზანი აფხაზეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

03 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის განცხადება

ვრცლად

Item 1

02 სექტემბერი, 2026

დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ვრცლად

Item 1

31 აგვისტო, 2026

ზუგდიდში ფილმის "ინგირს მელე" ჩვენება და მრავალშვილიანი დედების დაჯილდოება გაიმართა

ვრცლად