სიახლეები

16 მაისი, 2024

ინალ არძინბას შემდეგ, მედიაცენტრს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი,ასლან ბჟანია აფუძნებს


ინალ არძინბას შემდეგ, მედიაცენტრს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფუძნებს. თუმცა, ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი ინალ არძინბას მიერ დატოვებული კადრებით იქნება დაკომპლექტებული. როგორც საინფორმაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ითქვა, მის მთავარ ამოცანას შეადგენს აქტუალური საკითხების ფართო წრის შესახებ საზოგადოების ოპერატიული ინფორმირების უფრო ეფექტური სისტემის შექმნა. მოცემულ სივრცეში უნდა გაიმართოს ,,პრეზიდენტის” ონლაინ და ოფლაინ თათბირები, ბჟანიას პირდაპირი ხაზი ხალხთან, პრეს-კონფერენციები, ბრიფინგები და სხვა ღონისძიებები საინფორმაციო საშუალებების მონაწილეობით.
• ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თქმით, ყოველდღე ცენტრში უნდა იყოს ვინმე სამინისტროს, უწყების, სახელმწიფო მართვის ორგანოების, რაიონების ქალაქების, სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელობიდან... „ობიექტური ინფორმაცია უნდა მიეაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე თუ რა ხდება აფხაზეთში, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
• ცენტრი აღჭურვილია ტექნიკური მოწყობილობებით და 20 კაცზე არის გათვლილი;

ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „სკამებისა და მაგიდების ერთი შენობიდან მეორეში გადატანას ჰგავს“ . ასევე ჟურნალისტები გამოთქვამენ პროტესტს იმ ფაქტზე,რომ მედიაცენტრის გახსნაზე მხოლოდ ,,სამთავრობო მედია” მოიწვიეს. ცენტრის გახსნამდე ერთი დღით ადრე, დე ფაქტო პრეზიდენტს აფხაზური ენის პოპულარიზაცია სურდა , მაგრამ ჟურნალისტების თქმით ახლა მედიაცენტრში ერთი სიტყვაც კი არ არის აფხაზურ ენაზე დაწერილი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 ივლისი, 2025

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა

ვრცლად

Item 1

11 ივლისი, 2025

გიორგი ჯინჭარაძე მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციას ესტუმრა

ვრცლად

Item 1

08 ივლისი, 2025

"ამ დარბაზში მთელი საქართველოს გასაგონად გაისმა სოხუმის თეატრის ხმა" - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად