სიახლეები

17 სექტემბერი, 2026

ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“-ს უკვე მეორედ უმასპინძლა


 17 ქვეყნის 28 ფილმი, მასტერკლასები და გამორჩეული კინემატოგრაფიული დღესასწაული - ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“-ს უკვე მეორედ უმასპინძლა.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სტუდიის რეჟისორის, ენემეო სიდიანის დოკუმენტურ ფილმს „ტალღის ქიმზე“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა  „საქართველოს სპორტული წარსულის უცნობი ფურცლების წარმოჩენისთვის“.  მწერალ ნანა ქარდავას სცენარით გადაღებული სურათი სოხუმელი ექიმისა და აფხაზეთში პირველი სანიჩბოსნო სკოლის დამაარსებლის, ნიკოლოზ ემუხვარის მოღვაწეობას ასახავს. საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.

 ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ აფხაზეთის ა.რ. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი.



 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 ნოემბერი, 2026

მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული "სოხუმის ცხუმი" გახდა

ვრცლად

Item 1

13 ნოემბერი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68- ე რაუნდი გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 ნოემბერი, 2026

უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

ვრცლად