სიახლეები

11 თებერვალი, 2021

ბიჭვინთის ოთხთავი


საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ბიჭვინთის სახარებას, რომელიც მეთორმეტე საუკუნითაა დათარიღებული.

იგი დასავლეთ საქართველოშია გადაწერილი, შემდგომ მისი ანალიზის საფუძველზე ის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაკუთვნეს, სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.

ბიჭვინთის ოთხთავის  ტექსტი ეტრატზეა შესრულებული. ძირითადი ტექსტი ყავისფერი მელნით, ნუსხურითაა დაწერილი ხოლო სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული, მასალად გამოყენებულია ოქრომელანი და სინგური – წითელი ფერის საღებავი.

ამჟამად ბიჭვინთის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

17 სექტემბერი, 2026

ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“-ს უკვე მეორედ უმასპინძლა

ვრცლად

Item 1

17 სექტემბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ვრცლად

Item 1

15 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო სემესტრი დაიწყო

ვრცლად