სიახლეები

15 მარტი, 2021

ქალის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ თავის სურვილებს, თავის ოცნებებს არ უღალატოს და საკუთარი ურყევი ნების მიხედვით იმოქმედოს ყველგან და ყოველთვის – რუსკა ჟორჟოლიანი


რუსკა ჟორჟოლიანი იტალიაში მოღვაწე ქართველი მწერალია.  ის გალიდანაა და ბავშვობის  ასაკიდან იტალიაში ცხოვრობს. მისი როგორც მწერლის დებიუტიც იტალიაში შედგა, როცა 2016 წელს პირველი წიგნი გამოსცა.

გალელმა გოგონამ წარმატების მისაღწევად საკმაოდ რთული გზა განვლო. ახალგაზრდა მწერალი I.C.A.-ს  პროექტში ,,Women of  Abkhazia“  აღნიშნავს, რომ  წარმატებები  ეტაპობრივად, დაუღალავი შრომის შედეგად  მიიღწევა.  რუსკა იხსენებს,  როცა იტალიური პოეზიის კონკურსზე მისმა  ლექსმა გაიმარჯვა, ამ პირველმა აღიარებამ  კი, მას  სტიმული მისცა უფრო დიდს და მნიშვნელოვანს შესჭიდებოდა. რუსკა ჟორჟოლიანი ორი  რომანისა და რამდენიმე წიგნის თანაავტორია. 

❞ქალის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ თავის სურვილებს, თავის ოცნებებს არ უღალატოს და საკუთარი ურყევი ნების მიხედვით იმოქმედოს ყველგან და ყოველთვის❝, – მწერალი, ფილოსოფოსი რუსკა ჟორჟოლიანი.

რუსკა ახლაც იტალიაში მოღვაწეობს და იტალიურ ენაზე წერს. ადგილობრივ პრესაში ხშირად შეხვდებით სტატიებს მასზე და მის შემოქმედებით წარმატებებზე.  კრიტიკოსები მას ,,პერსპექტიულ მწერალს’’ უწოდებენ.

https://youtu.be/PFDnlRd5E3o

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 მარტი, 2026

აფხაზეთის ა.რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შ...

ვრცლად

Item 1

09 მარტი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკ...

ვრცლად

Item 1

08 მარტი, 2026

სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს გიორგი ძაძამიამ ქალთა დღე მიულოცა

ვრცლად