აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
13 ივლისი, 2026
თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო ინიციატივების თაობაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხედვებსა და ამოცანებზე, რაც ერთი მხრივ, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
მსგავსი სიახლეები
13 აგვისტო, 2026
18 აგვისტოს სვანეთში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, შემოქმედებითი საღამო გაიმართება
13 აგვისტო, 2026
თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნ...