სიახლეები

26 ივნისი, 2021

აბახუაცას ციხე


აბახუაცას ციხე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბღარჰუკში მდებარეობს. კომპლექსი მდინარე ააფსთის ზემოთ მდებარე ციცაბო კლდეზეა განთავსებული და დათარიღებულია XI-XIII საუკუნეებით, თუმცა რიგი წყაროების მიხედვით, შესაძლოა იგი VI-VIII საუკუნეებში იყოს აგებული.  ციხეში შესასვლელი მღვიმისკენ დამტვალიერებელს ვიწრო ბილიკი ხვდება. განსაკუთრებული მდებარეობისა, თავად ძეგლის სიძველისა და მისი საინტერესო ხასიათის გამო, ციხე-კომპლექსი ყოველთვის სარგებლობდა ვიზიტორთა დიდი ყურადღებით.

აბახუაცას ციხის პერიმეტრი 140 მეტრამდეა, სიმაღლე კი სხვადასხვა წერტილში 3-4 მეტრამდე აღწევს. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვხვდებით ფართოდ გამოჭრილ სარკმელს, ხოლო მარჯვნივ ვხვდებით ოთხკუთხა კოშკის კედლებს. ციხის მეორე სართულზე მოხვედრა შესაძლებელი იყო გარედან მიდგმული კიბით, ხოლო მესამე სართულზე უკვე ჭერში არსებული გასასვლელით. აბახუაცას კომპლექსში არაერთი საინტერესო სიძველეა აღმოჩენილი. აქ აღმოჩენილი კერამიკა და ისრის პირები ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება.

ციხის მდგომარეობა, ყურადსაღებია, საჭიროა ექსპერტთა შეფასებები და სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული რის გამოც ეს ვერ ხერხდება.

აბახუაცას ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში აფხაზეთის ა/რ...

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

ვრცლად

Item 1

21 ნოემბერი, 2024

ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ვრცლად