სიახლეები

26 ნოემბერი, 2021

წარმატების STORY – დათო კაკულია


ბავშვობაში ფეხბურთელობა სურდა, თუმცა მოულოდნელად მამის მიერ შესრულებული კომპოციზია უშეცდომოდ გაიმეორა და საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა. ფეხბურთი ნელ-ნელა მუსიკამ ჩაანაცვლა და დათო კაკულია დღეს უკვე პროფესიონალი ავტორ-შემსრულებელია.

პირველ საკრავ ინსტრუმენტთან დაწყებული მეგობრობა წარმატებული აღმოჩნდა და დათოს ბიოგრაფიაში უკვე არაერთ საინტერესო კომპოზიციას ვხვდებით. თანამედროვე ხელოვანთა შორის მის  მუსიკას მარტივად გამოარჩევთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი  განსხვავებულია, ყველაში იპოვით იმ წერტილს, რომელიც აუცილებლად მიგახვედრებთ, რომ ეს დათოს კომპოზიციაა.

მისი ჰარმონიული, მშვიდი და ფერადი მუსიკა ავტომატურად, რიტმულად აგიყოლიებს, დაგაფიქრებს და საშუალებას გაძლევს დროებით მოწყდე რუტინულ საქმიანობას და მოდუნდე.

დათო კაკულიას არაერთ სერიოზულ პროექტში აქვს  მონაწილეობა მიღებული. იგი პერიოდულად მუშაობს სხვადასხვა ანიმაციებისთვის. წერს მუსიკას გამორჩეული სპექტაკლებისთვის, რაც ყოველთვის ერწყმის თემატიკას და მაყურებელს სრულ ჰარმონიას სთავაზობს.

როდესაც ვკითხეთ, თუ რომელ კომპოზიციას გამოარჩევდა საკუთარი არქივიდან , მან გვითხრა , რომ ეს მისი მეუღლისთვის მიძღვნილი – Girl In Black არის. როდესაც მას ვისმენთ, აშკარაა , რომ იგი სიყვარულზე გვიყვება.

დათო, ახლა მეგობრებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობს და სულ მალე წარუდგენს საზოგადოებას. მანამდე კი აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებთან მესიჯს აგზავნის, სადაც ამბობს, რომ ხელოვნებას შეუძლია ჩვენი დაახლოება და ის სიხარულით გააკეთებს მუსიკას მათთან ერთად.

https://youtu.be/T7dY5vciqNA

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე სპორტსმენები მორიგი წარმატების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ

ვრცლად

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ვრცლად

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონი...

ვრცლად