სიახლეები

22 დეკემბერი, 2021

ნანკა კიკალია: ქალების როლი მშვიდობის მშენებლობაში / NANKA KIKALIA: THE ROLE OF WOMEN IN PEACEBUILDING


რას ნიშნავს იყო წარმატებული და ძლიერი ქალი?

სოციუმი და სოციალური და კულტურული ნორმები მუდმივად ამყარებენ არასწორ წარმოდგენებს, თითქოს კაცები ქალებზე ძლიერებინ არიან, შესაბამისად უკეთესი ლიდერები არიან. 

საოცარ საუკუნეში ვცხოვრობთ, 21-ე საუკუნეში თითქმის ყოველ დღე ხდება  რაღაც სტერეოტიპის დამსხვრევა, არასწორი წარმოდგენების გაბათილება. ალბათ რამდენიმე ათწლეულის წინ მსოფლიო ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, ამერიკას ეყოლებოდა ქალი ლიდერი, რომ ამერიკის პოლიტიკის ტოპ მენეჯერი იქნებოდა ქალი, თან ფერადკანიანი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, იყო ძლიერი ნიშნავს არ უთხრა უარი საკუთარ ოცნებებს მხოლოდ იმიტომ. რომ ქალი ხარ და მაქსიმალურად გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები. 

სიძლიერეა ასევე ამ რთულ პერდიოში ჰუმანურობა შეინარჩუნო, სიძლიერე განათლებაშია და ამ ცოდნის  სხვებისთვის გაზიარებაში. სიძლიერეა ასევე პატიებაში. და მე ვფიქრობ, რომ ამ 28 წლის განმავლობაში, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ქართველებმა და აფხაზებმა დავაგროვეთ, უნდა გამოვიყენოთ და დავიწყოთ ახალი დიალოგი, ახალ ფორმატში, თუნდაც ციფრულში, იქ, სადაც საზღვრები არ არსებობს. 

რა სურთ ქალებს? 

პირადად მე მსურს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო პროგრესული, თანამედროვე და სამართლიანი  საზოგადოების მშენებლობის პროცესში. მე მინდა რომ ვიხილო მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი ბიზნესსა და ტოპმენეჯმნეტში, ვინაიდან მდგრადი მშვიდობა და მდგრადი განვითარება ქალების აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ გამოდის.

პროექტის მიზანი

ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული ქალები აფხაზეთიდან, საოცარი გამოცდილებით, ცოდნითა და კონტაქტებით.  დიახ, ეს არის პროექტის მიზანი, რომ გავიგონით ამ ქალებისა და გოგონებისა ხმა, გავიგო მათი მოსაზრება კონფლიქტთან დაკავშირებით და უშუალოდ ჩავრთოთ ისინი შერიგების პროცესში.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

მაგიდის ჩოგბურთში მოასპარეზე სპორტსმენები მორიგი წარმატების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ

ვრცლად

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ნუგზარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ვრცლად

Item 1

28 ოქტომბერი, 2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონი...

ვრცლად