სიახლეები

11 აპრილი, 2022

აფხაზური ვარადო მთვარეზე მიემგზავრება


აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA – National Aeronautics and Space Administration-ის, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex შექმნა, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება. პროექტი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს, საქართველოდან ამ მისიისთვის გორის ქალთა გუნდი შეირჩა.

სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით ამ პროექტისთვის სამი ნამუშევარი გაიგზავნა. ორი ნაწარმოები „ეგზერსისი“ და „ლაშარის გზაზე“ მსოფლიო კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს ეკუთვნის, ხოლო მესამე ქართული (აფხაზური) ხალხური სიმღერა „ვარადო“  გახლავთ.

სამივე ნამუშევარი, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩა, EP-ს სახით გამოიცა Lenø Records-ზე, მისი მოსმენა მსურველებს ყველა ციფრულ სთრიმინგ პლატფორმაზე (Apple Music, Spotify, etc) შეგიძლიათ.

რაც შეეხება სიმღერას “ვარადო”, ეს აფხაზური ხალხური სიმღერა, რომელსაც ზოგჯერ “კლდის სიმღერის” სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. სიმღერას საფუძვლად უდევს ლეგენდა ორი ძმის შესახებ: მაღლა, კლდის ორწოხებში გახლართული უფროსი ძმა შველას სთხოვს უმცროსს. ეს უკანასკნელი ქვემოდან შესძახებს, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში იგი მის ცოლს ხასად დაისვამს, შვილებს მონებად გაიხდის და მის სახლ-კარს მიითვისებს. უფროსი ძმა უკანასკნელ ძალ-ღონეს მოიკრებს, გამოვა ხლართებიდან, ძირს დაეშვება და სატევარს ჩასცემს გულში მოღალატეს. სახლში დაბრუნებულს დედა აუხსნის, რომ უმცროსმა ძმამ ეს სიტყვები მის გადასარჩენად მოიგონა. გაუბედურებული კაცი კლდის პირას უმცროსი ძმის გვერდით იკლავს თავს.

https://youtu.be/r15fiiC1axc

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

04 მარტი, 2026

“მადლობა იტალიელ ოჯახებს დევნილი ახალგაზრდებისგან” - აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული...

ვრცლად

Item 1

04 მარტი, 2026

საქართველოს მწერალთა სახლში ნინო მირცხულავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ...

ვრცლად