აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
07 მარტი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ა.რ მთავრობის წევრებთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მიაგო.
"დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი,თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს პირველი ეროვნული გმირი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
მსგავსი სიახლეები
06 მარტი, 2026
აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაჯილდოება გაიმართა
06 მარტი, 2026
მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას -...